აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.
აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწყობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.
აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.
ადგილმდებარეობა:
ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზუნდაგა
მანძილი:
ბათუმიდან - 30 კმ
აღწერილობა:
ჩანჩქერის სიმაღლე: 30 მეტრი
ზღვის დონიდან: 467 მეტრი
ცენტრალური გზიდან - 5,5 კმ
ფეხით სავალი ნაწილი:
საფეხმავლო ბილიკის სიგრძე: 2,1 კმ
სირთულე - მარტივი
როგორ მოვხვდეთ:
სამანქანე გზის საფარი—ასფალტი/გრუნტი
ტრანსპორტი:
ჩანჩქერამდე ადის ნებისმიერი ავტომობილი
ჩანჩქერები ქედა
ჩანჩქერები ქედა
ჩანჩქერები ქედა
ჩანჩქერები ქედა
ჩანჩქერები ქედა