უძველესი ერების ისტორიული ჩანაწერებში ყველგან გვხვდება სიტყვა „ხიდი“, როგორც კომუნიკაციისა და ურთიერთობის მთავარი წყარო. საქართველოში ხიდმშენებლობა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული, ბევრი შუა საუკუნის ხიდი კი ახლაც მოქმედია.
ხიდების მშენებლობის მეთოდი, საქართველოში, მთიანმა რელიეფმა განსაზღვრა. თავდაპირველად, მცირე ნაკადულზე გადასასვლელად, ხის მორი გამოიყენებოდა, შემდეგ, მათ ნაცვლად უფრო რთული ხის კოჭოვანი ხიდების აგება დაიწყეს. ხიდმშენებლობის განვითარებასთან ერთად, დროებითი ხიდები ქვის ხიდებით იცვლებოდა. ძველი ქვის თაღოვანი ხიდების უმთავრესი ნაწილი - თაღი, ძირითადად, დაუმუშავებელი ქვის ფილებით, ყოველგვარი არქიტექტურული სამკაულის გარეშეა ამოყვანილი. შემაკავშირებელ მასალად გამოიყენებოდა კირის ხსნარი. ამგვარი ხიდებისთვის, გათლილი ქვის ნაცვლად, უმეტესწილად, იყენებდნენ იაფ ყორე ქვასა და დუღაბს.
ხიდები, ძირითადად, ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა აშენებული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ქალაქებსა და სოფლებს. თუ თაღოვანი ხიდების ტოპოგრაფიას დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.
ბუნებრივია, აჭარა, როგორც ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილი, ჩართული იყო ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია და იმპორტი. ვაჭრობის განვითარება კი მოითხოვდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ქართველ მეფეებს და როგორც ჩანს დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების გასაყვანად, ხიდებისა და ქარვასლების ასაშენებლად.
არსებული მონაცემების მიხედვით, დღეისათვის აჭარაში 35-მდე ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, 15-მდე ხიდი კი შედარებით კარგად არის დაცული.
მდებარეობა: ხელვჩაურის მუნიციპალიტეტი, მირვეთის წყლის ჭოროხის შესართავი. ბათუმიდან 19 კმ. დაშორებით.
ისტორია: საქართველოში უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული ხიდმშენებლობა, ბევრი შუა საუკუნეების ხიდი ახლაც მოქმედია. ხიდების ზომა და სიგანე მის დანიშნულებასა და მასთან მიმავალ გზაზე იყო დამოკიდებული. საურემე გზაზე ხიდები უფრო განიერი იგებოდა, ხოლო იქ სადაც ურმის მოძრაობა შეუძლებელი იყო, შედარებით ვიწრო ხიდებს აგებდნენ. ქვის ხიდები მხოლოდ თაღოვანი შეიძლება იყოს, რადგან ქვის წყობა კარგად მუშაობს კუმშვაზე. მირვეთის ხიდი სავარაუროდ აგებულია XI-XIII საუკუნეებში. მახოს ხიდის შემდეგ აქ გადიოდა ტაო-კლარჯეთისაკენ მიმავალი გზა.
სავალი ნაწილის სიგრძე 15,5მ.-ია. სიმაღლე წყლის დონემდე 5მ. სავალი ნაწილი დაფარულია საშუალო ზომის ბრტყელი ქვებით. ნახევარწრიული თაღის ბურჯები ორივე მხარეს კლდეზეა დაშენებული.
როგორ მოვხვდეთ:
ხიდები ხელვაჩაური
ხიდები ხელვაჩაური
ხიდები ხელვაჩაური
ხიდები ხელვაჩაური
ხიდები ხელვაჩაური
ხიდები ხელვაჩაური