აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.

აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწყობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.

აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.

აღწერა

აღწერა:

ჩხერის ჩანჩქერი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. 

ადგილმდებარეობა:

ბათუმიდან: 39 კმ.

 

აღწერილობა:

ჩანჩქერის სიმაღლე: 

20-25 მ 

როგორ მოვხვდე :

გზის საფარი: ასფალტირებული 

მარშრუტის ტიპი: საავტომობილო

 

ტრანსპორტი: 

ჩანჩქერამდე ასვლა შესაძლებელია ნებისმერი ტიპის ავტომობილით..

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ზედა ჩხუტუნეთი, ხელვაჩაური
გაზიარება

მსგავსი ადგილები

მირვეთის ჩანჩქერი
მირვეთის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ხელვაჩაური