ნიგეზეულის სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის ექვსგოდოლიან ციხე-გალავანში. მუზეუმის ძირითად ფონდს შეადგენს ფოტომასალა, საყოფაცხოვრებო ნივთები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, საბრძოლო იარაღები, ჩანაწერები და პუბლიკაციები, წიგნები ხიმშიაშვილების გვარის დამსახურების შესახებ აჭარისა და საერთოდ, ქვეყნის წინაშე.
მუზეუმის მუშაობის განრიგი : ყოველდღე, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე