ზენითის ქვის საწნახელი მდებარეობს აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზენითში.
სოფელ ზენითის მონოლითური ქვის საწნახელი, რომელიც ბერძნული ეპოქის ძეგლია და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნით თარიღდება. ეს უკანასკნელი 8 მ-ის სიგრძისა და 3 მ-ის სიგანის მონოლითური ფორმის ქვის საწნახელს წარმოადგენს, სადაც მოთავსებული იყო ოწინარები / ბერკეტები და წნეხი. ზენითის საწნახელი დიდი მოცულობისაა, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის საუკუნოვან ტრადიციებს ადასტურებს. ჩაქვისწყლის ხეობაში მევენახეობის განვითარებას მოწმობს ასევე აქ მდებარე თითქმის ყველა სოფელში შემორჩენილი უძველესი ღვინის მარნების ნანგრევები.
ისტორიული ძეგლი ქობულეთი