ხიხანის ციხე განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. ის სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კილომეტრის დაშორებით, აჭარა-შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ციხე XII-XIII საუკუნის ძეგლს განეკუთვნება და სამხედრო დანიშნულების ნაგებობას წარმოადგენდა. ციხეების კომპლექსი გაშენებულია ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და დამშვენებულია ოთხი კოშკით. კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები, ასევე ციხეში იყო სხვადასხავა დანიშნულების  შენობათა ნაშთები, როგორიცაა თონე, მარანი, ეკლესია, დღემდეა შემორჩენილი ჭა. ხიხანის ციხე რამდენიმე საუკუნის მანძილზე აჭარის ერისთავების-აბუსერიძეთა სარეზიდენციო ადგილი იყო.

 

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი- ხიხაძირი,ფასი :8 ლარი
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოსვსკის ქ. №1 / ტაქსი, ფასი 70-100 ლარი. სოფელ ხიხაძირიდან ხიხანის მთის ძირამდე 8 კილომეტრიანი გზის გაგრძელება მოგიწევთ ფეხით ან დაიქირავებთ მაღალი გამავლობის ავტომობილს (ღირებულება 50-60 ლარი). შეჩერდებით საპიკნიკე ადგილზე, სადაც შეისვენებთ, წყაროზე წყალს მოიმარაგებთ და 1.5 კილომეტრიან გზას გააგრძელებთ ვიწრო ბილიკზე ციხის მიმართულებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
თხილვანა, ხულო
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ვარდციხე
ვარდციხე

ციხეები ხულო

ციხისყელი
ციხისყელი

ციხეები ხულო