აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.
აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწყობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.
აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.
ჩირუხის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, შუახევიდან 40 კილომეტრში, საზაფხულო სოფელ ჩირუხში. ჩანჩქერის მოსანახულებლად მაღალი გამავლობის მანქანაა სასურველი, რადგან გზის დიდი ნაწილი მოასფალტებული არ არის.
ადგილმდებარეობა:
მუნიციპალიტეტი— შუახევი
სოფელი— იაილა ჩურუხი
მანძილი:
ბათუმიდან— 110 კმ
უახლოესი რაიონული ცენტრიდან— 30 კმ
აღწერილობა:
ჩანჩქერის სიმაღლე (დაახლოებით)— 20 მ
ფეხით სავალი ნაწილი:
მანძილი— 100 მ
სირთულე—მარტივი
როგორ მოვხდეთ:
სამანქანე გზის საფარი—ასფალტი/გრუნტი
ჩანჩქერი არის „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ მარშრუტის ნაწილი
ტრანსპორტი:
მაღალი გამავლობის ტრანსპორტი, 4/4