შერიფ ხიმშიაშვილის სახლ მუზეუმი


აღწერა:

შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სხალთაში, მისსავე  ყოფილ საცხოვრებელ სახლში, მდინარე სხალთისწყლის მარცხენა სანაპიროზე. სახლი თვითონ შერიფ ხიმშიაშვილის  პროექტით აშენდა 1873 წელს. სახლ-მუზეუმში განთავსებულია 535  კოლექცია. მათ შორის, ფერწერის ნიმუშები, სკულპტურა  გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკა, ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, სხვადასხვა სახის ფოტო-მასალა, დოკუმენტები, სამეცნიერო და დამხმარე ლიტერატურა. სახლ-მუზეუმში აგრეთვე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხიმშიაშვილების საგვარეულო, საოჯახო და ყოფით ნივთებს. სახლ-მუზეუმში წელიწადში ორჯერ ეწყობა ხულოს სამხატვრო გალერეის ნახატების გამოფენა, ასევე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, კინო-ფილმების ჩვენება და განხილვა, კონფერენციები და ლექციები სხვადასხვა საკითხებზე.

 

სამუშაო საათები:

ზაფხული  10:00-20:00, ყოველდღე,

ზამთარი 10:00-18:00, შაბათ-კვირის გარდა.

 

ფასი: უფასო.

 

მისამართი: ხულო, სოფ. სხალთა

 

კონტაქტი: (+995) 591 44 66 09 / (+995) 551 09 81 28.

 

როგორ მოვხვდეთ:

მიკრო ავტობუსი ბათუმი-სხალთის მიმართულებით,

მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

კატეგორია

მუზეუმები

ხულო


კონტაქტი

(+995) 591 44 66 09 / (+995) 551 09 81 28

ხულო

სხვა ადგილები

ალპური ბოტანიკური ბაღი

ხულო

ეროვნული პარკები

პეტრას ციხე

ქობულეთი

ციხეები

მტირალას ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ქობულეთი

ეროვნული პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

მაჭახელას ეროვნული პარკი

ხელვაჩაური

ეროვნული პარკები

გონიოს ციხე

ბათუმი

ციხეები

ხიხანის ციხე

ხულო

ციხეები