მაჭახელას ეროვნული პარკი


პარკი განთავსებულია ბათუმიდან 30 კილომეტრში, მდინარე მაჭახელას ხეობაში, თურქეთის საზღვართან ახლოს. მაჭახელას ეროვნული პარკი  2012 წელს შეიქმნა. პარკი  8733 ჰა-ზეა გაშლილი და მისი 95 % ტყით არის დაფარული. პარკის ტერიტორია დაყოფილია  3 ზონად:

1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა - 1178,2 ჰა

2. ბუნების მართვადი დაცვის ზონა -  350,9 ჰა

3. ტრადიციული გამოყენების ზონა - 7203,9 ჰა

პარკის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს უნიკალური რელიქტური მცენარეთა სახეობები, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი,  ესენია: კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნის შქერი, უთხოვარი, თელა.

ფაუნის წარმომადგენელთაგან ეროვნულ პარკში გვხვდება: შველი, კვერნა, მგელი, ტურა, მაჩვი, ციყვი, გარეული ღორი, და ასევე წითელი ნუსხით დაცული სახეობები: მურა დათვი, არჩვი, ფოცხვერი.

ტერიტორიაზეა ორი ტურისტული ბილიკი:

1. მთავარანგელოზის 8.3 კმ-იანი ბილიკი სოფ. სინდიეთიდან იწყება და ტყის მასივების, მთის ნაკადულებისა და წყაროების გავლით მთავარანგელოზის მთასთან მიდის.

2. ქოქოლეთის ბილიკის სიგრძე 6 კმ-ს შეადგენს.  გზად ვხვდებით შერეულ ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყეებს. საკარვე ადგილიდან 1,6 კმ-ში არის გადმოსახედი ადგილი, საიდანაც მოჩანს თურქეთის დაცული ტერიტორია და იქ არსებული ძველი მაჭახელას 5 სოფელი.

როგორ მივიდეთ პარკში:

1. სამარშრუტო მიკროავტობუსით (ჩხუტუნეთიდან ან ჩიქუნეთის მიმართულებით, ღირებულება 2-3 ლარი. გამგზავრება ბათუმის ავტოსადგურიდან)

2. ტაქსით (დაახლოებით 60-80 ლარი)

3. ორგანიზებული ექსკურსით

რა შეიძლება ვნახო:

მე-12 საუკუნის ისტორიული ხიდი, ციხესიმაგრეების ნანგრევები, ჩანჩქერი, აგრეთვე სოფელ ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

განთავსება: პარკის ტერიტორიაზე არის ადგილობრივი  საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შეიძლება შესვენება  და ღამისთრევა. ღამისთევა საუზმით ღირებულება შეადგენს 20-40 ლარს.

კვება: კვებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სოფელ ცხემლარაში,  მდინარის პირას მდებარე რესტორანს ან ადგილობრივ საოჯახო სასტუმრო სახლებს (კვების საფასური ერთი ადამიანი 20-30 ლარი)

მაჭახელას ეროვნულ პარკში ლაშქრობის დასაგეგმად რეკომენდებულია მიმართოთ ეროვნული პარკის ადმინისტრაციას ან ვიზიტორთა ცენტრს.

მაჭახელას ეროვნულ პარკის სერვისებთან და მომსახურეობასთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული პარკების ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.nationalparks.ge

ტელ: +995 595 08 60 75

კატეგორია

ეროვნული პარკები

ხელვაჩაური


კონტაქტი

ხელვაჩაური

სხვა ადგილები

ალპური ბოტანიკური ბაღი

თუ აქტიური ტურისტი ხართ და გეგმავთ აჭარაში მაქსიმალურად საიტერესო მოგზაურობა მოიწყოთ, ...

პეტრას ციხე

ისტორიულ -არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინია...

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. 16 ათას ჰექტარზე გაშლილი პარკი ს...

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრში მდებარეობს. ისპანის უნიკალური ჭაობი-...

კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის ...

გონიოს ციხე

  ციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია საქართველოში. პირველ საუკუნეში რომაელების მიერ ა...

ხიხანის ციხე

ხიხანის ციხე განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. ის სხალთა-ხიხიანის წყლის სათავეებთან, ბა...

ზენდიდის ციხე

ზენდიდის ციხე ბათუმიდან დაახლოებით 42 კილომეტრში, ხოლო ქედის ცენტრიდან 2 კილომეტრში მდებარეო...