აღწერა:  
მეჩეთი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახოში მდებარეობს. ის  1817-1818 წლებში ააშენა ლაზმა ხელოსანმა. შენობა ორსართულიანია: პირველ სართულზე სარდაფია განთავსებული, ხოლო მეორე სართულზე - ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. სახურავად კრამიტია გამოყენებული. სამხრეთით კბილანათაღიანი მიჰრაბი აქვს, რომლის თავზეც არაბული წარწერაა. ცენტრალური სივრცის ჭერს ზეთის საღებავებით მოხატული გუმბათი ფარავს. ინტერიერში დეკორაციულად აქცენტირებულია მიმბარი, ქოროს მოაჯირი და კათედრა. ხის ორნამენტები აპლიკაციის სახითაა შესრულებული და დაფერილია. ყველა კედელი სარკმლებითაა დანაწევრებული. მის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მინარეთის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ჯამე დღემდე მოქმედია.

პერიოდი: XIX ს.

 

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ქედა, ბათუმი - შუახევი, ბათუმი - ხულო.
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

სხვა ადგილები

გვარას ციხე

ხელვაჩაური

ციხეები

კოლოტაურის (დერეხოხნას) ჯამე

ქედა

საკულტო ნაგებობები

ალპური ბოტანიკური ბაღი

ხულო

ეროვნული პარკები

ხინო

ქობულეთი

საკულტო ნაგებობები