მარშრუტზე მოგზაურობისას, ბილიკი საქართველო- თურქეთის საზღვარს უახლოვდება, რომლის გასავლელადაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული სპეციალური საშვი დაგჭირდებათ. საშვის მისაღებათ ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://bpg.gov.ge/en/page/public-relations/information-for-tourists
სოფ. ოქტომბერი- მთა დიდვაკე
მარშრუტი სოფელ ოქტომბერში იწყება და მაღალი გამავლობის მანქანებისთვის განკუთვნილ გრუნტიან სამანქანო გზას მიუყვება ტყეში. 10 კილომეტრს სერპანტინებით გაივლით და მთა დიდვაკეზე ახვალთ, სადაც საზაფხულო დასახლებაა.
მთა დიდვაკეზე ასვლისთვის საჭიროა სპეციალური საშვი სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტიდან.
სოფ წაბლანა- მთა ღომა
ბილიკი სოფელი მერისიდან იწყება მაღალი გამავლობის მანქანებისთვის განკუთვნილ გრუნტიან სამანქანო გზით, სოფელ გარეტყეს გაივლის და სერპანტინით ნაკონაღვარის საზაფხულო დასახლებაში ადის.
აქედან პანორამული ხედი იშლება ირგვლივ მდებარე იაილებზე. ნაკონაღვარიდან შესაძლებელია გზის გაგრძელება მთა დიდვაკისაკენ, მაგრამ ეს ადგილი სასაზღვრო ზოლთან ახლოსაა და გადასაადგილებლად სპეციალური საშვია საჭირო.
სათავგადასავლო ქედა
სათავგადასავლო ქედა
სათავგადასავლო ქედა