კოკოტაური

სოფელი კოკოტაური ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 450 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან კი 52 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. აქ არის სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მინერალური წყალი, რომელიც განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას აუმჯობესებს. „კოკოტაურის” ჩამოსხმა 1972 წელს დაიწყო და დღემდე ფუნქციონირებს. გაჯანსაღებასთან ერთად, აქ დაგხვდებათ ულამაზესი ბუნება, სიმწვანეში ჩაფლული კარვები, საიდანაც მთების საოცარი ხედი იშლება. შეგიძლიათ დატკბეთ  მზის ჩასვლისა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის  ცქერით.

 

რა ვნახოთ:

„კოკოტაურის“ მინერალური წყალი;

„აჭარა გლემფინგი“.

 

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, №77 მიკროავტობუსით ქედის ცენტრამდე, ფასი: 2 ლ; იქიდან 12 კმ. ტაქსით, ფასი: 20 ლ.

მიკროავტობუსით შუახევისა და ხულოს მიმართულებით, ფასი: 3-4ლ.

მიკროავტობუსები გადიან ძველი ავტოსადგურიდან, მის: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. №1

ტაქსით, ფასი 50-70 ლ.