ქობულეთი

მანძილი ბათუმიდან: 25 კმ

ფართობი: 711.8კვ/კმ

მოსახლეობა: 73.399 ათასი

www.kobuleti.org.ge

აჭარის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ი დაცულ ტერიტორიებს, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებს უკავიათ. მათი უმრავლესობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რომელიც გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ქობულეთის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმითაც, რომ აქ საოცარი შერწყმაა ფიჭვნარების, პარკებისა და ზღვის. პლიაჟი ქობულეთის  მთელ ზღვისპირა ზოლს იკავებს. პარკები და დაცული ტერიტორიები იძლევიან  შესანიშნავ  შესაძლებლობას, როგორც ტურისტული ლაშქრობებისთვის, ასევე სამეცნიერო სამუშაოების წარმართვისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ათეულობით მეცნიერი და ასობით ტურისტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ძირითადი აქტივობები  ქობულეთში:
1. მოინახულებთ თაღოვან ხიდებს კინტრიშის  ხეობაში;
2. დააგემოვნებთ ტრადიციულ ქობულეთურ კერძებს, როგორიცაა იახნი და ქობულეთური ბორანო;
3. გადაიღებთ დასამახსოვრებელ პანორამული ფოტოებს  პეტრას ციხიდან მშვენიერი ხედების ფონზე;
4. იცურავებთ მტირალას  ეროვნულ პარკის მთის კამკამა  მდინარეში;
5. დააკვირდებით ფრინველების გადაფრენას სპეციალურად მოწყობილი პლატფორმებიდან;
6. რათქმაუნდა იბანავებთ ზღვაში.

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები:
1. ცხემვანას და კობალაურის  თაღოვანი ხიდი ( XII);
2. პეტრას  ციხე(VI);
3. ფიჭვნარის  ნაქალაქარი;
4. სხვადასხვა პერიოდში ნაგები ტაძრების ნანგრევები;
5. ტბიყელის ტბა;
6. წაბლნარის ჩანჩქერი;
7. მტირალას ეროვნული პარკი; 
8. ისპანის ტორფნარი; 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მტირალას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის სასტუმრო სახლებში - სოფელი ჩაქვისთავში, ასევე სოფელ ჩაისუბნის სასტუმრო სახლებში - შუამთასა და  სახალვაშოში შეძლებთ ღამისთევას ერთი ან რამდენიმე დღით, დასვენებასა და აჭარული სოფლის ყოველდღიური ყოფის შეგრძნებას.

 განთავსების ღამისთევის სამჯერადი კვებით  ფასი 50 ლარიდან

 

მარკირებული საფეხმავლო მარშრუტები: მტირალას პარკში წაბლნარასა 7კმ. და ცივწყაროს  საფეხმავლო მარშრუტები 15 კმ. მარშუტი კინტრიშის ხეობაში.

ტრანსპორტი:

სამარშრუტო ტაქსი: ბათუმი - ქობულეთი (ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტოია და ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური, მის: მაიაკოვსკის ქ. №1)

მგზავრობის ღირებულება - 2 ლარი;

ქობულეთში შეგიძლიათ ისარგებლოთ მუნიციპალური ტრანსპორტით.

 

ტურისტული სოფლები


სხვა მუნიციპალიტეტები