ქობულეთლები და გურულები კეთილი მეზობლები არიან, ჭირსა თუ ლხინში განუყოფლები, მაგრამ დავა ხანდახან მაინც მოსდით - ოთხხმიანი ნადური სიმღერები ქობულეთურია თუ გურულიო! ღვეზელი გურულების ტრადიციული ხაჭაპურია თუ ქობულეთშიც აკეთებდნენო! მაგრამ, სადაც არ უნდა გამოეგონებინათ ეს უგემრილესი ცომეული, ორივეგან ოსტატურად ამზადებენ, ოღონდ გურიაში - მხოლოდ შობის დღესასწაულზე, ქობულეთში კი საქორწილო რიტუალის აუცილებელი ატრიბუტი იყო. დედოფლის ოთახში სპეციალურად გამზადებულ სუფრას ამშვენებდა ღვიძელი და მასზე დადებული მრგვლად მოხარშული დედალი, რომელიც დედოფლის ძმას ან ახლობელ მამაკაცს ერთი დაკვრით უნდა წამოეგო ხანჯალზე და გამარჯვებულს დედოფლის ოთახიდან გამოეტანა.
მომზადების წესი:
მოვზილოთ ცომი. დავაცადოთ სანამ გაფუვდება. გავიყვანოთ მრგვლად. ნახევარ ნაწილში მოვათავსოთ დაფშვნილი ყველი და დავფაროთ შუა-შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხით. გადმოვაფაროთ ცომის მეორე ნახევარი. მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა და ღუმელში გამოვაცხოთ.