გეოგრაფიული არეალი: მაღალმთიანი აჭარა

რა გგონიათ, რა იქნებოდა წლების წინ აჭარაში ყველაზე საახალწლო კერძი? საცივი? გოზინაყი? ჯანჯაფილის ნამცხვარი? არა, სირსვალი! დიახ, ნიგვზითა და ნივრით შეკმაზული მოხარშული სიმინდის კერძი. პიკანტური გემოს გარდა, ამ კერძს მაგიური მისიაც ჰქონდა: რამდენადაც კარგად მოხარშული და გემრიელი გამოვიდოდა სირსვალი, იმდენად  ბარაქიანი და მოსავლიანი წელი ელოდა ოჯახს. ამიტომ კალენდრის პირველ დღეს თავს არასოდეს იზოგავდნენ აჭარელი დიასახლისები და მათ სუფრაზე სირსვალი ყოველთვის იჭერდა  საპატიო ადგილს. ოჯახის ყველა წევრი აუცილებლად აგემოვნებდა ამ კერძს, მაგრამ სხვას, დაპატიჟებულს თუ სუფრაზე შემოსწრებულ სტუმარს, სირსვალს არც კი გაასინჯებდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ამით „ოჯახიდან ბარაქა წავიდოდა!“

ინგრედიენტები:

სიმინდის ხმელი მარცვლები

მომზადების წესი:

საგულდაგულოდ გადარჩეული, სიმინდის საღი მარცვლები კარგად გავრეცხოთ და 1-2 დღის განმავლობაში წყალში ჩავალბოთ. შემდეგ ვხარშოთ იქამდე, სანამ კანი არ გაძვრება და კარგად არ ჩარბილდება. კანგაცლილი, მოხარშული სიმინდი შევამზადოთ ნიგვზისა და ნივრის საკმაზით.

გაზიარება