გეოგრაფიული არეალი: საერთო ტრადიციული კერძები
ინგრედიენტები:

პურის ფქვილი

მარილი

წყალი

ცხიმი

შაქარი

ნიგოზი

მომზადების წესი:

პურის ფქვილით, მარილით და წყლით მოვზილოთ მაგარი ცომი, დავყოთ გუნდებად და ცოტა ხნით „დავასვენოთ“. გულსართად დაგვჭირდება დანაყილი ნიგვზისა და შაქრის ნარევი. ცომის გუნდები თხლად გავიყვანოთ, მოვაყაროთ გულსართი, თავი მოვუკრათ და მრგვლად გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვუსვათ გამდნარი ცხიმი და ღუმელში გამოვაცხოთ.

ტრადიციულად, კინტრიშის ხეობაში ყათმერს სამკუთხედის ფორმას აძლევდნენ, ზემოდან კვირისთავებით ააჭრელებდნენ - სახეებს დაასვამდნენ და თაფლს მოავლებდნენ. ქობულეთში, ახალგათხოვილ ქალიშვილთან სტუმრობისას, შაქარლამასთან ერთად, ყათმერიც აუცილებლად მიჰქონდათ.

გაზიარება