ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს და უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ღორჯომის ხეობა გამოირჩევა საცხენოსნო ტურიზმით, აქ ცხენები თითქმის ყველა ოჯახში ჰყავთ, რაც საშუალებას გაძლევთ, დაუვიწყარი საცხენოსნო თავგადასავალი მარტივად მოიწყოთ.