აკვაპარკი ( Euro Park ) - საცურაო აუზებისა და ატრაქციონების კომპლექსი ბათუმის ზღვისპირა ზოლში.
აკვაპარკში 5 აუზი და სხვადასხვა სახის ატრაქციონებია დამონტაჟებული. გასართობ ცენტრში ფუნქციონირებს რესტორანი და ბუნგალო.
ბათუმის აკვაპარკი 1000 ადამიანზეა გათვლილი და საუკეთესო ადგილია ზაფხულში ნებისმიერი ასაკის დამსვენებლისათვის.
შესვლის ღირებულება - 40 ლარი
6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
სამუშაო საათები - 10:00 - 20:00