ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი აჭარაში, ხულოში, რუსთაველის ქუჩის 11 ნომერში მდებარეობს. XX-საუკუნის ათიან წლებში ხულოს რაიონში პირველი თეატრალური წარმოდგენები დაიდგა, სიკო დოლიძის მეთაურობით. თეატრის შენობის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო და 1937 წელს გაიხსნა რეჟისორ მ. ქორელის სპექტაკლით - „ანზორი“. 1952 წელს ის დაიხურა და სამოციანი წლების ბოლოდან სახალხო თეატრის სტატუსით დაიწყო ფუნქციონირება. 1992 წელს თეატრს კვლავ მიენიჭა სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსი. ხულოს თეატრი ქართულ დრამატურგიაზე იყო ორიენტირებული. 2003 წელს მას შეემატა სპეციალურად ამ თეატრისათვის იყო მომზადებული პროფესიული ჯგუფი, რამაც ძალიან შეუწყო ხელი თეატრის განვითარებას. დღესდღეობით ხულოს დრამატული თეატრი მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე თეატრალურ ფესტივალებსა და კონკურსებში და თანამშრომლობს საქართველოში წარმატებულად მოღვაწე სხვადასხვა რეჟისორებთან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
11 ხულო, შ. რუსთაველის ქ., ხულო
(+995) 551 09 81 99
khulotheatre@gmail.com
გაზიარება