სოფელი უჩხო მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელი     ცნობილია კასკადოვანი ჩანჩქერებით, სადაც კანიონინგია განვითარებული.

ბათუმიდან უჩხომდე - ავტომობილით  2,5 საათი / 90 კმ. ხულოს ცენტრიდან უჩხომდე - 6,5 კმ. ტრანსპორტი შიდა სასოფლო გზებში: 4/4

უჩხოს ჩანჩქერებისკენ მიმავალი მარშრუტი სოფლის ცენტრიდან იწყება.

მარშრუტის საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 989 მეტრზე, ხოლო

ბოლო წერტილი ზღვის დონიდან 1350 / 1040 მ. მდებაროებს.

 

მოკლე მარშრუტის აღწერა (B):

კანიონის სიგრძე700 მ

ჩანჩქერების რაოდენობა6

კანიონზე დაშვების ხანგრძლივობა2-3 საათი

კანიონის საწყისი წერტილის სიმაღლეზღვის დონიდან 1040 მ

კანიონის საწყის წერტილამდეფეხით გასავლელი მანძილი700 მ

სირთულის დონესამოყვარულო მოკლე მარშრუტი იწყება მეექვსე ჩანჩქერიდან, რომელიც ორკასკადოვანია. საწყის წერტილამდე თქვენ უნდა გაიაროთ ფეხით ტყის ბილიკი, მთის ფერდობზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. მარშრუტზე სასმელი წყალი არის საფეხმავლო ბილიკზე.

 

გრძელი მარშრუტის აღწერა (AB):

კანიონის სიგრძე1200 მ

ჩანჩქერების რაოდენობა12

კანიონზე დაშვების ხანგრძლივობა4-5 საათი

კანიონის საწყისი წერტილის სიმაღლეზღვის დონიდან 1350 მ

კანიონის საწყის წერტილამდე ფეხით გასავლელი მანძილი600 მ.

სირთულის დონესამოყვარულო

სეზონურობაივნისი-ოქტომბერი

სოფელ უჩხოდან სოფლების გუდასახოსა და კურცხალის გავლით (10კმ) მიდიხართ თელნარას უბანში მდებარე ე.წ. ყიშლებში (საშემოდგომო იაილა),

საიდანაც იწყება გრძელი, ორსაათიანი მარშრუტი უჩხოს კანიონში. მარშრუტზე სასმელი წყალი არის როგორც სოფელ უჩხოში, ასევე თელნარაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
უჩხო, ხულო
(+995) 593 98 87 50; (995) 598 09 91 46
გაზიარება