სოფელი კაპნისთავი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან

20 კმ. სოფელი ცნობილია კასკადოვანი ჩანჩქერებით.

სოფელი კაპნისთავი:

ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 2 კმ. საწყისი წერტილი ზღვის

დონიდან 360 მ.

 

კანიონინგის საწყის წერტილზე მიდის: ყველა ტიპის ავტომობილი

კაპნისთავის კანიონი ვიწრო, დახურული ხეობითა და მაღალი კედლებით გამოირჩევა, რაც მას ტექნიკურად რთულსა და საინტერესოს ხდის.

 

კანიონში გვხვდება ჩანჩქერის ქვედა, მცირე წყლოვანი დაგუბებები და აუზები. კანიონზე არსებული 8 ჩანჩქერიდან, ყველაზე მაღალი, კანიონის შუა წელში მდებარეობს და 35 მეტრი სიმაღლისაა.

ხეობას თანაბარი, საშუალო წყლის დებეტი მთელი წლის განმავლობაში ახასიათებს, რომელიც წვიმებისა და თოვლის დნობის სეზონზე უმნიშვნელოდ იმატებს.  ჩანჩქერის სიახლოვესაა კანიონიდან გასასვლელი ბილიკი, რომელიც შესაძლოა საევაკუაციო გასასვლელადაც გამოვიყენოთ.

 

მარშრუტის აღწერა

კანიონის სიგრძე 600 მ.

ჩანჩქერების რაოდენობა8

კანიონზე დაშვების ხანგრძლივობა3-4 სთ

საწყისი წერტილი515 მ. ზღვის დონიდან

საბოლოო წერტილი360 მ. ზღვის დონიდან

კანიონინგის სირთულერთული

სეზონურობაივნისი - ოქტომბერი

 

ლაშქრობას ზღვის დონიდან 360 მეტრ სიმაღლეზე ვიწყებთ და პირველ მონაკვეთს კლდეზე დაკიდებული რკინის კიბეებით გავდივართ.

 

კიბეების გავლის შემდეგ, ბილიკი კანიონის ხეობას, ფართო ფოთლოვან ტყეში მიუყვება, სადაც ალაგ-ალაგ კანიონის ვიწრო ხეობისა და ჩანჩქერების დანახვაცაა შესაძლებელი.

 

ზღვის დონიდან 515 მეტრზე ავდივართ და აღჭურვილობის მორგებასა და შემოწმებას ვიწყებთ.

 

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად,

შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურის-

ტულ საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ

ტელეფონის ნომრებზე:

+995 577 90 90 93 / +995 577 90 90 88

+995 577 90 90 15

www.visitajara.com

 

112  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (ემერჯენსი)

საკონტაქტო ინფორმაცია:
კაპნისთავი, ხელვაჩაური
(+955) 595 07 49 27; (+955) 555 68 11 68
გაზიარება