ალპური ბოტანიკური ბაღი - აჭარის მთებში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1960 მეტრის სიმაღლეზე, გოდერძის უღელტეხილიდან 3 კილომეტრში მდებარეობს.

ალპურ ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას, ბევრ საინტერესო რამეს იხილავთ. აქ თითქმის 10 ჰექტარზეა თავმოყრილი აჭარის სუბალპური და ალპური ზონებისათვის დამახასიათებელი ველურად მოზარდი 50 ოჯახის, 111 გვარისა და 161 სახეობის მცენარე და ჰაბიტატის მრავალფეროვნება. აქვეა მოწყობილი ალპური ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო პროექტი- ქვის ბაღი (როკარიუმი), სადაც 4000 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებია წარმოდგენილი.

მანძილი ბათუმიდან:
115კმ

სველი წერტილი: 
არა

ინტერნეტი:
არა

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ხულო მიმართულებით. განრიგი: 08:00-18:00, მიკრო ავტუბუსი ფასი 10 ლარი, ბათუმი-ბეშუმი განრიგი 09:00-17:00 ფასი 25 ლარი( მხოლოდ სეზონზე) გასვლის ადგილი: ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1
ხულო-ბეშუმი 10:00-14:00, ფასი 10 ლარი, მის.: ხულოს ავტოსადგური 
ტაქსით, ბათუმი-ხულო ფასი 140-160 ლარი

დამატებითი მომსახურება / აქტივობები:

შესაძლებელია მწვადის შეწვა, კოცონის დანთება, კარვების გაშლა

ფასი:

უფასო

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხულო

დამატებითი ინფორმაცია:
08:00-20:00
გაზიარება

მსგავსი ადგილები

თაგო
თაგო

საპიკნიკე-საკემპინგე ხულო