მარშრუტის დეტალები:
ხანგრძლივობა: 4 საათი
მანძილი: 12 კმ
სირთულე: მარტივი
ტიპი: ვიზიტი სოფლად
მდებარეობა: ქედა
მარკირებული: დიახ

გობრონეთში მოგზაურობისას, სასურველია ერთი დღე სოფლის შემოგარენის დათვალიერებას დაუთმოთ. წრიულ, საფეხმავლო მარშრუტზე მოინახულებთ ჩანჩქერს, კოლხურ ტყესა და ლატევრას მთის მიდამოებს.

მარშრუტზე მსვლელობისას, შეხვდებით აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულ კოლხური ტიპის მცენარეებს. გზაზე შეიძლება წააწყდეთ გარეული ცხოველების კვალს , მდიდარია ფრინველთა სამყაროც.

6 კილომეტრის გავლის შემდეგ, მიადგებით გობრონეთის ჩანჩქერს, რომლის ვარდნის სიმაღლე 20 მ.-ია. საფეხმავლო მარშრუტის შემდეგი პუნქტი ლატევრას მთაა, სადაც ასასვლელი გზა რთულია და 1 კმ.-ის გავლა მთლიანად მთის ციცაბო ფერდობზე მოგიწევთ. ამის შემდეგ აღმოჩნდებით ლატევრაში.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სამეურნეო ტრადიციებს და მთის საზაფხულო სახლებში მიირთვათ ეკოლოგიურად სუფთა რძის ნაწარმი, სადაც  ღამისაც გაათევთ. აქვეა წყარო და საპიკნიკე ადგილიც. ლატევრიდან ხუთიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ, წრიული მარშრუტი მთავრდება და ბრუნდებით უკან, სოფ. გობრონეთში.

ლატევრას მთის წრიულ მარშრუტზე, ლატევრას იალაღებამდე შესაძლებელია  მაღალი გამავლობის ავტომობილით ან ცხენით წახვიდეთ, შემდგომ კი  გობრონეთამდე ფეხით დაეშვათ (6 კილომეტრი).

ტრანსპორტი
ბათუმიდან გობრონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. სურვილის შემთხვევაში, წასვლა ტაქსით ან ორგანიზებული ექსკურსიითაც შეგიძლიათ.

  • სამარშუტო ტაქსი ბათუმი-გობრონეთი ბათუმის ავტოსადგურიდან გადის ყოველ ორშაბათსა და პარასკევს  16:15 საათზე. ფასი - 4 ლარი.
  • ტაქსი 80- 100 ლარი.

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს, ტელეფონის ნომრებზე: +995 577 90 90 91 / +995  577  90 90 93 ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ - გვერდზე   gobatumi.com.

რჩევები ლაშქრობის მსურველებისთვის:

  • თუ მარშრუტზე პირველად მიდიხართ, თან აუცილებლად გაიყოლიეთ  ადგილობრივი მაცხოვრებელი ან გიდი, რადგან ლაშქრობა  ველურ ბუნებაში მოგიწევთ;
  • ჩაიცვით სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. რეკომენდირებული არ არის შორტების ჩაცმა;
  • თან იქონიეთ სალაშქრო ჯოხი, თუ ჯოხი არ გაქვთ, შეგიძლიათ ტყეში იპოვოთ;
  • წაიღეთ წყალი;
  • იქონიეთ პირველადი დახმარების ნაკრები;

გაზიარება

რას ვნახავ მარშრუტზე?

ზვარეს ეკლესია
ზვარეს ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქედა

მახუნცეთის  ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

ფურტიოს თაღოვანი ხიდი
ფურტიოს თაღოვანი ხიდი

ხიდები შუახევი

განთავსება მარშრუტზე

ზებო
ზებო

საოჯახო სასტუმრო ქედა

წყაროსთვალი
წყაროსთვალი

საოჯახო სასტუმრო ქედა

სოფიკო
სოფიკო

საოჯახო სასტუმრო ქობულეთი