აღნიშნული ტიპის წყლის აქტივობა განსაკუთრებით საინტერესოა ექსტრიმის მოყვარულთათვის. სხვა მრავალ შესაძლებლობასთან ერთად, აჭარის ბუნებრივი რესურსი ჯომარდობის მოწყობის საშუალებასაც გვაძლევს. მაღალმთიანი აჭარა ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან რამდენიმე მდინარეს აქვს შესაფერისი პოტენციალი, მაგალითად: აჭარისწყალს და ჭოროხს. ჯომარდობის ორგანიზება შესაძლებელია როგორც იახტ კლუბში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში.
გასაბერი ნავებით დაშვება ხდება მდინარე აჭარისწყალზე, ინსტრუქტორის თანხლებით და საჯომარდო აღჭურვილობით.
4 კმ. სიგრძის მონაკვეთი - 25 ლარი*
6 კმ. სიგრძის მონაკვეთი - 30 ლარი
12 კმ. სიგრძის მონაკვეთი - 50 ლარი
* ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია ჯგუფში ადამიანების რაოდენობაზე, ფასში არ შედის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება.
საკონტაქტო:
სოფელი მახუნცეთი, ქედის მუნიციპალიტეტი. მიკროავტობუსი №77. გასვლის ადგილი: მაიაკოვსკის ქ. №1, ძველი ავტოსადგური.
თუ გსურთ ორგანიზებული ტური, ეწვიეთ ტურისტულ სააგენტოებს. ტურისტული სააგენტოების ბაზა: www.infoajara.com/database