სხალთა

სოფელი სხალთა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, მდინარე სხალთისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ეს ისტორიული სოფელი ზღვის დონიდან 965 მეტრის სიმაღლეზეა და ბათუმიდან 88 კმ-ითაა დაშორებული. სხალთის ხეობის ულამაზეს ბუნებას განსაკუთრებით ამშვენებს სხალთის ეკლესია, რომელიც  საქართველოს ოქროს ხანაში, თამარ მეფის დროს აიგო. ის უდიდესი მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს და საპატიო ადგილი უჭირავს ქართული ხუროთმოძრვრების სხვა იშვიათ ნიმუშებს შორის. ეს არის კუთხე, სადაც ცხოვრობდა  და მოღვაწეობდა თურქთა ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი, აჭარის მმართველი შერიფ ხიმშიაშვილი, რომლის მუზეუმი ამჟამად განთავსებულია 1873 წელს მისივე პროექტით აშენებულ სახლში.

რა ვნახოთ:

სხალთის ეკლესია;

შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი;

საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები.

როგორ მოვხვდეთ:  

მიკროავტობუსი ბათუმი - სხალთა ან ბათუმი - თხილვანა , გადის ყოველდღე. ფასი 8 ლარი. მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ.N1

ტაქსი, ფასი 70-100 ლარი.

ფოტოგალერეა