ბათუმის ბოტანიკური ბაღი

-20

ნორმალური ფასი: 15₾
სტუდენტი: 2₾
ბავშვი: უფასო (10 წლამდე)

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კმ-ში მწვანე კონცხზე  მდებარეობს. ბოტანიკური ბაღი 1912 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 113 ჰექტარია. ბაღში არის სამი პარკი: ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკი. ფუნცქციონირებს  9 განყოფილება: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკის  და ხმელთაშუაზღვის განყოფილებები.

 

როგორ მოვხვდეთ

№31 მიკროავტობუსი ფარნავაზ მეფის ქუჩის გავლით

№10 ავტობუსი რუსთაველის ქუჩის გავლით

 

იცით თუ არა რომ..

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდის 107 სახეობა და კულტურული ფორმა, ხოლო 54 სახეობის იაპონური კამელიის ჯიში ფიქსირდება;

ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში შესაძლებელია საქორწილო ხელმოწერის ცერემონიის გამართვა (150 ლარი);

ბაღს აქვს საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები.

 

შენიშვა:

ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ბოტანიკური ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ძირითად ფასზე (15 ლარი) და არა შეღავათიან ტარიფებზე;

ფასდაკლება არ ვრცელდება ბოტანიკურ ბაღში მოქმედ ელექტრომობილებზე და არ მოიცავს გიდის მომსახურების სერვისს;

შეგახსენებთ, ფასდაკლების ბარათის გამოყენება შეგიძლიათ ერთჯერადად და მხოლოდ ბოტანიკური ბაღის სამუშაო საათების დროს.

დღე

დრო

ორშაბათი

09:00-20:00

სამშაბათი-პარასკევი

09:00-20:00

შაბათი-კვირა

09:00-20:00

მისამართი:

მახინჯაური, „მწვანე კონცხი“

ტელეფონი:

+995 422 27 00 33 / +995 422 24 62 33