გონიო-აფსაროსის ციხე

-40

ნორმალური ფასი: 5₾
სტუდენტი: 2₾
ბავშვი: უფასო (6 წლამდე)

გონიო-აფსაროსის ციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია საქართველოში. პირველ საუკუნეში რომაელების მიერ აგებული ციხე, სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჯერ ბიზანტიელების გასამაგრებელ ადგილს წარმოადგენდა (VI – VII სს), მოგვიანებით კი ოსმალეთის იმპერიის (XVI ს). ციხის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც ინახება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მდიდარი და მრავალფეროვანი ნივთიერი მასალა.

 

იცით თუ არა რომ ..

გადმოცემის მიხედვით, ციხის ტერიტორიაზე ასვენია მატათა მოციქულის წმინდა ნაწილები. სწორედ ამიტომ, აქ მოციქულის სიმბოლურ საფლავს იხილავთ. ლეგენდა არგონავტების შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული აფსაროსის ციხე-სიმაგრესთან, ლეგენდის თანახმად აიეტის შვილი, აფსაროსი, სწორედ ციხის ტერიტორიაზეა დაკრძალული, სწორედ ამიტომ ეწოდა ციხეს აფსაროსის ციხე, ხოლო მოგვიანებით კი გონიოს ციხე.

ციხის ტერიტორიაზე შესაძლებელია საქორწილო ხელმოწერის ცერემონიის გამართვა (100 ლარი)

 

შენიშვა:

ფასდაკლების ბარათის გამოყენება შეგიძლიათ ერთჯერადად, მაქსიმუმ სამ ადამიანზე და იგი არ მოიცავს გიდის მომსახურების სერვისს.

დღე

დრო

ორშაბათი

10:00-18:00

სამშაბათი-პარასკევი

10:00-18:00

შაბათი-კვირა

10:00-18:00

მისამართი:

აფსაროსის გზატკეცილი №55, ბათუმი

ტელეფონი:

+995 577 59 19 18