ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

-100

ნორმალური ფასი: 3₾
სტუდენტი: 1₾
ბავშვი: უფასო (6 წლამდე)

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცულია  180 000-მდე  ექსპონატი, უნიკალური ნივთები, კოლექციები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ფოტოფონდი, სახვითი  ხელოვნების  ფონდი, ხელნაწერი  და  დოკუმენტური  მასალები,  აჭარის  ფლორისა  და  ფაუნის  ამსახველი  ექსპონატები. ასევე, მუზეუმს აქვს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სადაც ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ  შორის ბიბლიოგრაფიული  იშვიათობა.

 

როგორ მოვხვდეთ:

მუზეუმი ძალიან ახლოსაა გორგილაძისა და გორგასლის ქუჩებთან, რომლებზეც მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. იქვე არის სინაგოგაც, რომელიც დაგეხმარებათ მუზეუმის პოვნაში. გორგილაძის ქუჩაზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსები: №24, №34; ავტობუსი: №17. გორგასლის ქუჩაზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსები: №21, №25, №29, №31, №32, №36.

 

იცით თუ არა რომ...

მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ძვ.წ. XII-IX სს-ის, აგრეთვე VII-IV სს.-ის  უნიკალური არქეოლოგიური მასალები, მათ შორის ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი.

 

შენიშვნა:

გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლება ვრცელდება მაქსიმუმ 3 ადამიანზე.

დღე

დრო

ორშაბათი

10:00-18:00

სამშაბათი-პარასკევი

10:00-18:00

შაბათი-კვირა

10:00-18:00

მისამართი:

ჯინჭარაძის ქ. №4, ბათუმი

ტელეფონი:

+995 422 27 11 75