ბათუმი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც შექმნილია აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტისთვის, მოკლე დროში მეტი ტურისტული ობიექტის მონახულებისა და ნაკლები ხარჯის გაწევის ხელშეწყობის მიზნით.
ბარათში თავმოყრილია ყველა ის ობიექტი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს აჭარაში მოგზაურობისას, მათ შორის შესაძლოა ისეთიც აღმოაჩინოთ, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გსმენიათ, მაგრამ ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგეშვათ. ამიტომ, ,,ბათუმი ქარდი“ ინფორმაციულადაც დაგეხმარებათ და გარკვეულწილად ჩვენი რეგიონის მეგზურობასაც გაგიწევთ. ,,ბათუმი ქარდში“ წარმოდგენილია ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტიული ატრაქციები, მუზეუმები, განთავსებისა თუ კვების ობიექტები, ტურისტული მარშრუტები, მაღაზიები, კულინატიული მასტერკლასები და სხვა.
ფასდაკლების ბარათი ასევე მოიცავს 10 უფასო მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით და მობილურის სიმ ბარათს 1 GB ინტერნეტით.
ბათუმი ქარდის გამოყენების წესი ძალიან მარტივია:
ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს, რომლზეც გაეცნობით სრულყოფილ ინფორმაციას „ბათუმი ქარდში“ შემავალ ობიექტებთან დაკავშირებით /batumi-discount-card
ფასდაკლების გასააქტიურებლად, უბრალოდ, წარადგინეთ ბარათი, რომელზეც დართულია უნიკალური კოდი
მუნიციპალურ ტრანსპორტში ბარათის გამოსაყენებლად, შეახეთ ბარათი წამკითხველ ვალიდატორს
ბარათი მოქმედია 10 დღის ვადით და ფასდაკლება თითოეულ ობიექტზე ერთჯერადია (გარდა ავტობუსის ბარათისა)
ფასდაკლება ვრცელდება ერთ ან მეტ ადამიანზე.
„ბათუმი ქარდის“ შეძენას შეძლებთ როგორც ტურისტულ საინფორმაცო ცენტრებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებით.
ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ,,ბათუმი ქარდის“ შეძენა შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით.
ვებ-გვერდის საშუალებით შეძენისას გამოიყენებთ საკრედიტო ბარათს, რისთვისაც საჭიროა შემდეგ ინფორმაციის მითითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკრედიტო ბარათის დეტალები.