სამგზავრო ბარათი

სამგზავრო ბარათი

Image

„ბათუმი ქარდი“ უნივერსალური საშუალებაა აჭარაში სრულყოფილი და კომფორტული მოგზაურობისათვის. გარდა იმისა, რომ ის წარმოადგენს ფასდაკლების ბარათს, მისი გამოყენება შესაძლებელია ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადასახდელად.

Image

ფასდაკლების ბარათის შეძენისთანავე, გიფიქსირდებათ 10 სამგზავრო ბილეთი მუნიციპალური ავტობუსებისათვის. „ბათუმი ქარდი“, როგორც ფასდაკლების ბარათი მოქმედია 10 დღით, თუმცა, როგორც სატრანსპორტო ბარათი, მისი გამოყენება უვადოდ შეგიძლიათ პირთა ნებისმიერ რაოდენობაზე. შესაბამისად, ბარათის შეძენისთანავე დარიცხული 10 სამგზავრო ბილეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფასდაკლების ბარათის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც.

Image

სატრანსპორტო ბარათის გამოყენებისთვის, ის ავტობუსში არსებულ ბარათის წამკითხველ ვალიდატორთან უნდა მოათავსოთ. თუ ერთზე მეტი პირისთვის გსურთ ბილეთის გატარება, ოპერაცია პირთა რაოდენობის შესაბამისად უნდა გაიმეოროთ.

Image

ამ თანხის ამოწურვის შემდეგ, ბალანსის შევსება შეგეძლებათ „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატის EXPRESS PAY-ს საშუალებით. მგზავრობის საფასური არის 0,30 ლარი.

სად და როდის შემიძლია სამგზავრო ბარათის გამოყენება?

სამგზავრო ბარათის გამოყენება შეგიძლიათ აჭარის ტერიტორიაზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებში. ასეთი სულ 20-მდე ავტობუსია, სხვადასხვა სამუშაო გრაფიკით. ძირითადად, მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს 07:00-დან 22:00 საათამდე.

სად შეიძლება ვნახო ინფორმაცია ავტობუსის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით?

ავტობუსების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.batauto.ge, ან დაუკავშირდით ბათუმის ავტოტრანსპორტის ცხელ ხაზს, ნომერზე: +995 422 247676

ბათუმის ტრანსპორტის რუკა
ბათუმის ტრანსპორტის რუკა
ჩამოტვირთვა