ხშირად დასმული კითხვები

მთავარი / ბათუმი ქარდი / ხშირად დასმული კითხვები

ფასდაკლების ბარათის - ბათუმი ქარდის შეძენა შესაძლებელია აჭარის მასშტაბით მოქმედ ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, გარდა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებული ცენტრისა და ასევე ონლაინ შემდეგ ბმულზე: https://visitajara.com/ka/checkout

ბათუმი ქარდის შეძენის პროცედურა ძალიან მარტივია, როგორც ტურისტულ საინფორმაცო ცენტრებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებით. ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ბათუმი ქარდის შეძენა შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ვებ-გვერდიდან ბათუმი ქარდის შეძენის დროს საჭიროა შემდეგი ინფორმაციის მითითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკრედიტო ბარათის დეტალები.

ერთი პირადობით (ერთი პირის მიერ) ორი და მეტი ბათუმი ქარდის შეძენა შესაძლებელია.

ბარათის შეძენის დროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის / პასპორტის წარდგენა არ არის აუცილებელი.

ბათუმი ქარდის ღირებულება (15 ლარი) არის ფიქსირებული, შესაბამისად, თუკი მომხმარებელს არ სურს სიმ-ბარათის ან/და ავტობუსის ბარათის გამოყენება, ბარათის შეძენისას ის ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი ღირებულება.

ბათუმი ქარდის სხვის სახელზე შეძენა აღნიშნული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია.

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შესაძლებელია სიმ-ბარათის/ სამგზავრო ბარათის მიღება სრულიად უფასოდ. მიღებულ სიმ-ბარათზე არ ირიცხება ბალანსი, თუმცა ანგარიშის დარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატიდან. ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში არ არის შესაძლებელი ავტობუსის ბარათის შეძენა. თუმცა მსურველებს საშუალება აქვთ შეიძინონ ფასდაკლების ბარათი - ბათუმი ქარდი, რომელსაც თან მოჰყვება სამგზავრო ბარათი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 10 ბილეთით.

ერთზე მეტი ადამიანისათვის ბათუმი ქარდით სარგებლობა შესაძლებელია იმ ობიექტებზე, რომელთაც შესაბამისი წინაპირობა აქვთ, მაგალითად: კვების ობიექტების შემთხვევაში ფასდაკლება ვრცელდება ერთ მაგიდაზე ადამიანთა რაოდენობის მიუხედავად, განთავსების ობიექტების შემთხვევაში 1 ნომერზე. ავტობუსის ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ერთზე მეტი ადამიანისათვის, ამისათვის კი გადახდის ოპერაცია უნდა გაიმეოროთ ადამიანთა რაოდენობის შესაბამისად.

ბათუმი ქარდს გააჩნია მოქმედების ვადა 10 დღე, კონკრეტული ობიექტები კი ფასდაკლებით სარგებლობის მხოლოდ ერთჯერად მომსახურებას გთავაზობთ.

ბათუმი ქარდის გადაცემა სხვა პირისთვის არ შეიძლება

დაკარგვის შემთხვევაში არ არის შესაძლებელი დაკარგული ქარდის აღდგენა.

ბათუმი ქარდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აჭარის ფარგლებში არსებულ ობიექტებში, რომლებიც ფასდაკლებებში მონაწილეობენ.

ბათუმი ქარდის მონაწილე ობიექტებში შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტი.