ბათუმის ბოტანიკური ბაღი

20% ატრაქციები

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კმ-ში მწვანე კონცხზე  მდებარეობს. ბოტანიკური ბაღი 1912 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 113 ჰექტარია. ბაღში არის სამი პარკი: ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკი. ფუნცქციონირებს  9 განყოფილება: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკის  და ხმელთაშუაზღვის განყოფილებები.

 

ბილეთის ფასი: ტურისტებისთვის - 20 ლარი; საქართველოს მოქალაქეთათვის - 10 ლარი.

 

როგორ მოვხვდეთ

№31 მიკროავტობუსი ფარნავაზ მეფის ქუჩის გავლით.

№10 ავტობუსი რუსთაველის ქუჩის გავლით.

 

იცით თუ არა რომ..

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდის 107 სახეობა და კულტურული ფორმა, ხოლო 54 სახეობის იაპონური კამელიის ჯიში ფიქსირდება.

ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში შესაძლებელია საქორწილო ხელმოწერის ცერემონიის გამართვა.

ბაღს აქვს საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები.

 

შენიშვა:

ფასდაკლება არ ვრცელდება ბოტანიკურ ბაღში მოქმედ ელექტრომობილებზე და არ მოიცავს გიდის მომსახურების სერვისს;

შეგახსენებთ, ფასდაკლების ბარათის გამოყენება შეგიძლიათ ერთჯერადად და მხოლოდ ბოტანიკური ბაღის სამუშაო საათების დროს.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 09:00 - 19:00

სამშაბათი-პარასკევი: 09:00 - 19:00

შაბათი-კვირა: 09:00 - 19:00

მსგავსი ფასდაკლებები