ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც გამორჩეულია თავისი მდებარეობით, უნიკალური ფლორისტული დაგეგმარებით, სუბტროპიკულ მცენარეთა კოლექციით, საუკუნოვანი მერქნიანი ხეებითა და პანორამული ხედებით შავ ზღვაზე. ბაღი ბათუმიდან 9კმ-ის მოშორებით მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბოტანიკურ ბაღში 9 ფლორისტული განყოფილება, 3 პარკი და კოლხური ნაკრძალია. აქ შეხვდებით 1800-მდე მერქნიან და 5000-მდე ბალახოვან მცენარეს. ბოტანიკური ბაღი იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.
შესვლის ფასი:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის-20 ლ
საქართველოს მოქალაქეებისათვის - 10ლ.
სტუდენტი / პენსიონერი - 5ლ.
სკოლის მოსწავლეები-2 ლ
ბავშვები 6 წლამდე-უფასო
09:00 - 17:30