ადგილის შესახებ
მანძილი ბათუმიდან: 20 კმ
მანძილი ქობულეთიდან: 6.5 კმ
ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში. პეტრა VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აშენდა. ციხე -ქალაქი გამორჩეული იყო უნიკალური სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით. პეტრა-ციხისძირის ტერიტორიაზე გადიოდა გზა, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს - საქართველოს, ბიზანტიის, სომხეთისა და სპარსეთის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებდა.
ტარიფები:
სასურველი პერიოდი : მთელი წელი
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსით ბათუმი-ქობულეთი,
მის: კათოლიკური ეკლესიის ეზო.