მანძილი ბათუმიდან: 66 კმ
მანძილი ქედიდან: 23 კმ
მანძილი შუახევიდან: 5 კმ
კავიანის ციხე XII-XIII - საუკუნის ძეგლია, რომელიც განლაგებულია კავიანის სერზე, მდინარე ჭვანისწყალისა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 550 მეტრია. კავიანის ციხე რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ამჟამად, ციხისგან, ძირითადად, მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. კავიანის ციხის დასავლეთის კედელი შედარებით უკეთ არის ჩვენამდე შემორჩენილი. ამ კედლის სიგრძე 7,1 მეტრია, ხოლო სიმაღლე 5 მეტრი. წყობაში გამოყენებულია რიყის ქვები და ფლეთილი ქვებითაა ნაგები. სავარაუდოა, რომ იმ პერიოდისთვის ხშირად იყენებდნენ მსგავს ტექნიკას. კავიანის ციხე შესაძლებელია მოინახულო როგორც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯალაბაშვილებიდან, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბნიდანაც. საფეხმავლო ბილიკის საერო სიგრძე 3,6 კმ-ია, ბილიკი მიუყვება ტყის მასივს, სადაც შეგხვდებათ ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები.
სასურველი პერიოდი: აპრილი - ნოემბერი
როგორ მოვხვდეთ : №77 მიკროავტობუსი
მისამართი : მაიაკოვსკის ქ. №1