მანძილი ბათუმიდან: 52 კმ

მანძილი ქედიდან: 5.5 კმ

 

გულების ციხე ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გულებში მდებარეობს.  იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ციხე მაღლობზე დგას, საიდანაც პანორამული ხედი იშლება. დღესდღეობით  ციხის  მხოლოდ  მცირე ნაწილია შემორჩენილი, რომელიც თავდაპირველი წყაროებით 14 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. ციხე-სიმაგრე ნაგებია ფლეთილი ქვების უსწორმასწორო წყობით კირის ხსნარზე.  აჭარის ტერიტორიაზე არსებული ციხე-სიმაგრეების განლაგების მიხედვით, შეიძლება ითქვას, მათ შეეძლოთ მთლიანი რეგიონის თავდაცვის უზრუნველყოფა. თითოეული ციხე ერთიანი თავდაცვითი სისტემის ერთგვარ ჯაჭვს ჰქმნიდა.

  ციხემდე მოსახვედრად უნდა გაიაროთ ერთ კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მთლიანად ფოთლოვან ტყეში გადის. ბილიკი მარკირებულია, გზაზე შეგხვდებათ საპიკნიკე და მოსასვენებელი  ადგილი.

 

 

სასურველი პერიოდი : აპრილი - ნოემბერი

 

როგორ მოვხვდეთ : №77 მიკროავტობუსი

 

მისამართი : მაიაკოვსკის ქ. №1.

საკონტაქტო ინფორმაცია:
გულები, ქედა
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ცივასულას ციხე
ცივასულას ციხე

ციხეები ქედა

კავიანის ციხე
კავიანის ციხე

ციხეები ქედა

ზენდიდის ციხე
ზენდიდის ციხე

ციხეები ქედა