მანძილი ბათუმიდან: 43კმ.
მანძილი ქედიდან: 8კმ
ციხე მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის და აგარისწყლის შესართავთან, ცენრალური გზიდან 5 კმ.დაშორებით. ციხის ძირითადი ფუნქცია აჭარისწყლის ხეობისა და აგარისწყლზე გამავალი გზების გაკონტროლება იყო. ციხე პატარა ზომისა და მიუვალია. აგებულია მაღალ ბორცვზე და მასთან მისვლა მხოლოდ ერთი ბილიკით არის შესაძლებელი. შემორჩენილია ციხის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები და ნაწილობრივ აღმოსავლეთი კედლის ზემო ნაწილი. ციხის შიგნით შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ ყველაზე მაღალ ადგილას დაშენებული იყო კოშკი, რომელიც ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. კოშკის ზედა ნაწილი მოღღვეულია.ხოლო ჩრდილო და სამხრეთ ნაწილში შემორჩენილი აქვს გალავნის ნათში. ციხის კედლის წყობადა სათოფურები მიუთითებს, რომ იგი აგებული უნდა იყოს გვიან შუა საუკუნეებში.
სასურველი პერიოდი: აპრილი - ნოემბერი
როგორ მოვხდეთ: №77 მიკროავტობუსი
მისამართი: მაიაკოვსკის ქ. №1.