ხულო

 მანძილი  ბათუმიდან: 85 კმ

ფართობი: 710 კვ/კმ

მოსახლეობა: 16,342 ათასი

www.khulo.ge

ხულო ყველაზე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია აჭარაში, რომელიც მდიდარია ისეთი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, როგორებიცაა შუა საუკუნეებში აგებული  ხიხანის ციხე და სხალთის მონასტერი, ასევე, ბუნებრივი რესურსებით, მინერალური წყლებით, ფლორითა და ფაუნით. მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი კურორტებით: ბეშუმი, გოდერძი და ქედლები. ხულოს ბუნებრივ ღირსშესანიშნაობათა შორის გამოირჩევა მწვანე ტბა, რომელიც კურორტ გოდერძიდან 6 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, აქვე, გოდერძიდან რამდენიმე კილომეტრშია ალპური ბოტანიკური ბაღიც. ხულოში ყოფნისას, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები: კაიმაღი, ბორანო, სინორი, ნაღბიბორა და სხვა. 

ძირითადი აქტივობები:

1. გაეცნობით ადგილობრივ უხუცესთა ანსამბლ „ბერმუხას“ და დატკბებით მათი განსაკუთრებული ქორეოგრაფიული შესრულებით;
2. ზაფხულში იცურავებთ მწვანე  ტბაზე  და დალაშქრავთ  ხიხანის ციხეს;
3. მოინახულებთ XII-XIII საუკუნეში აგებულ ისტორიულ სხალთის მონასტერს;
4. დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს, რძის პროდუქტებს, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულსა და ხილს.

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები:
1. ალპური ბოტანიკური ბაღი
2. ხიხანის  ციხე (XII)
3. კომპლექსი ციხისყელი-ვარციხე (XI)
4. სხალთის მონასტერი (XII)
5. უჩხოს  ხიდი (XI-XIII)
6. შერიფ  ხიმშიაშვილის მუზეუმი სხალთის ხეობაში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიხაძირი, დანისპარაული,  ელელიძეები, თაგო და სხალთა შესაძლებელია ღამისთევა ერთი ან რამდენიმე დღით. აქ თქვენ შეიგრძნობთ ტრადიციული აჭარული სოფლის ყოფა-ცხოვრებას, მიირთმევთ ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებულ ეკოლოგიურად სუფთა კერძებს და მიიღებთ მონაწილეობას კულინარიულ მასტერკლასებში.

ღამისთევა  სამჯერადი კვებით - 50 ლარიდან.

მარკირებული საფეხმავლო მარშრუტები:
ხიხანის ციხე (9,5 კმ),  სოფელი თაგო – სხალთის ხეობა (9 კმ)

ტრანსპორტი:
მიკროავტობუსი ბათუმი-ხულო, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მაიაკოვსკის ქ. №1); მგზავრობის ღირებულება - 5 ლარი; 
შიდა სასოფლო ტრანსპორტი კი გადის უშუალოდ ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან.

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა
ბეღლეთის მეჩეთი
ბეღლეთის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ხულო

კვატიას ნაეკლესიარი
კვატიას ნაეკლესიარი

ისტორიული ძეგლი ხულო

ვერნების ეკლესია
ვერნების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ხულო

სად დავრჩე

ყველა
კოტეჯი N18
კოტეჯი N18

კოტეჯი ხულო

კოტეჯი N16
კოტეჯი N16

კოტეჯი ხულო

ჩიტო აბულაძე
ჩიტო აბულაძე

საოჯახო სასტუმრო ხულო

ხულო ინნ
ხულო ინნ

სასტუმრო ხულო

ლიკა
ლიკა

საოჯახო სასტუმრო ხულო

კვება

ყველა
ა ბ ხ
ა ბ ხ

რესტორანი ხულო

წვეულებათა სახლი "სამეფო"
წვეულებათა სახლი "სამეფო"

წვეულებათა სახლი ხულო

ეკა ლუკა
ეკა ლუკა

კაფე ხულო

ციყელა
ციყელა

ღვინის მარანი ხულო

ჯაბა
ჯაბა

ბარი ხულო

აქტივობები

ყველა
ბედნიერი დღე
ბედნიერი დღე

ბავშვთა გასართობი ცენტრი ხულო

კატამარანი - მწვანე ტბა
კატამარანი - მწვანე ტბა

წყლის გართობა ხულო

ალპური ბოტანიკური ბაღი
ალპური ბოტანიკური ბაღი

საპიკნიკე-საკემპინგე ხულო

თაგო
თაგო

საპიკნიკე-საკემპინგე ხულო

უჩხო კანიონინგი
უჩხო კანიონინგი

კანიონინგი ხულო

ცხენით ჯირითი
ცხენით ჯირითი

ცხენებით ჯირითი ხულო

სამთო მარშრუტები

ყველა