ზღვის დონიდან:  2060
მანძლი ხულოდან: 37კმ.
გოდერძის უღელტეხილიდან 7კმ.

  მწვანე ტბა აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 2060 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა გამოირჩევა სუფთა, კამკამა და მსუბუქად მინერალიზებული წყლით. მისი სახელწოდება წყლის დამახასიათებელ მწვანე შეფერილობას უკავშირდება, რომელიც დღის განმავლობაში განსაკუთრებით მკვეთრ შეფერილობას იღებს, ხოლო საღამოსა და ამინდის ცვლილებასთან ერთად ტბა სხვადასხვა ელფერს იძენს.

 მწვანე ტბამდე მისასვლელი გზა გოდერძის უღელტეხილიდან იწყება და ალპურ მდელოებსა და ტყის ბილიკებზე გადის. ტბასთან მისვლა შესაძლებელია, მაღალი გამავლობის ავტომობილით და საფეხმავლო მარშრუტით. მიმდებარე ტერიტორია ხელსაყრელია ლაშქრობისთვის, პიკნიკისთვის, კემპინგისა და ასევე კარავში ღამის გათევისთვის. ტბაზე ვიზიტორებს შეუძლიათ ნავით გასეირნება ხოლო ტბის ირგვლივ გადაშლილი ალპური ლანდშაფტები და მაღალმთიანი ბუნებრივი გარემო მწვანე ტბას აჭარის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ეკოტურისტულ მიმართულებად აქცევს.

 

სასურველი პერიოდი:  ივნისი-სექტემბრის ბოლო

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი ხულოს მუნიციპალიტეტის მიმართულებით:  ბათუმი-ხულო

მისამართი: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხულო
გაზიარება

მსგავსი ადგილები

შავი ტბა
შავი ტბა

ტბები ხულო

შუამთის ტბები
შუამთის ტბები

ტბები ხულო