ზღვის დონიდან: 1900 მ
მანძილი ხულოდან: 40 კმ
გოდერძის უღელტეხილიდან :10კმ
შავ ტბასთან მისვლა შესაძლებელია ორი გზით: გოდერძის უღელტეხილი - მწვანე ტბა- ალმის იაილები- კილომეტრნახევრიანი ტყის მასივით ან სოფელ დანისპარაულიდან- დიდაჭარის იაილები-ალმის იაილები და ტყით გადასვლა დანიშნულების ადგილამდე. ტბა გარშემორტყმულია ტყითა და ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეულობით.
სასურველი პერიოდი: ივნისი-სექტემბრის ბოლო
როგორ მოვხვდეთ :
მიკროავტობუსი ხულოს მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ბათუმი-ხულო
მისამართი: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.