მე-17 საუკუნეში საქართველოში, მაჭახელას ხეობაში, განსაკუთრებული თოფები მზადდებოდა. სამჭედლოებში ოსტატები ფოლადს ადნობდნენ, ხის კონდახებს თლიდნენ და იარაღს ამზადებდნენ.საუკუნეების შემდეგ,ძველი ტექნოლოგიით, მაჭახელას თოფის ზუსტი ასლი ოსტატმა - ზაზა ნაგერვაძემ შექმნა.მუზეუმი მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონში,სოფელ ზედა ჩხუტუნეთში.მუზეუმში შესაძლებელია თოფის ტყვიის დამზადების მასტერკლასში მონაწილეობის მიღება, ღირებულება 100 ლარი.