ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება. აქ ნახავთ ადამიანთა ფიგურებს სხვადასხვა საქმიანობისას. შრომითი პროცესები ასახულია დარგების შესაბამისად ჩაცმული მანეკენებით, სამუშაო გარემოთი და იარაღ-ინვენტარით. აქვე შეგიძლიათ იხილოთ 9 მ. სიმაღლის ბუნებრივი ჩანჩქერი, ტყის საფარით. მუზეუმში წარმოდგენილი თითოეული, მაკეტი, ფიგურა თუ ხეზე კვეთილობის ნიმუში შექმნილია “ბორჯღალოს” დამფუძნებლის – ქემალ თურმანიძის მიერ.
შესვლის ღირებულება:
ზრდასრულები 15 ლარი;
ბავშვები 5 ლარი.
გიდის სერვისი უფასოა.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
10:00 - 17:00