კინტრიშის ეროვნული პარკი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია აჭარაში, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის მდებარეობს, ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე.
ნაკრძალი დაარსდა მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად, ხასიათდება ძალზე ტენიანი ჰავით, რთული, მთიანი და მრავალფეროვანი რელიეფით.
კინტრიშის დაცული ტერიტორია 13514 ჰა ჰექტარზეა გადაჭიმული. იგი შესულია იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში.
კინტრიშის ტერიტორიაზე მდებარე თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრში, ნაკრძალის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.
კინტრიშის ეროვნულ პარკში ბუნებაში ლაშქრობისა და თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ ორი სხვადასხვა სირთულის, მარკირებული და კეთილმოწყობილი მარშრუტით ისარგებლონ და დალაშქრონ „ვარჯანაულისა და ცხემვანის თაღოვანი ხიდების" ერთდღიან საფეხმავლო ან „უთხოვარის და ტბა ტბიყელის" ორდღიანი საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკები.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის, კინტრიშის ეროვნული პარკი ტყით დაფარული ყველაზე დიდი ადგილია, კოლხური ტიპის მრავალფეროვანი მცენარეებით, ბუჩქებითა და გვიმრებით.
ფლორასთან ერთად, კინტრიშის ტერიტორიაზე ფაუნაც საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. მდინარეებში უხვადაა კალმახი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი და მასზე თევზაობა აკრძალულია.
დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ ხინოში მდებარეობს IX საუკუნით დათარიღებული ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმ პერიოდის საეკლესიო ცხოვრებაში.
ტურისტული მომსახურების ტარიფები კინტრიშის ეროვნულ პარკში
ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში:1 დღე, 1 ადამიანი - 15 ლარი (სკოლის მოსწავლეებისთვის 10 ლარი);
ცხენით მომსახურება: 1 დღე -50 ლ (სკოლის მოსწავლეებისთვის 30 ლ);
საკარვე ადგილი: 1 დღე, ერთი ადამიანი -5 ლ;
საპიკნიკე ადგილი:1 დღე -15 ლ;
კარავი:1 დღე -10ლ;
საძილე ტომარა:1 დღე - 5 ლ;
პარალონი: 1 დღე - 3 ლ;
ზურგჩანთა:1 დღე - 5 ლ.
კინტრიშის ეროვნული პარკის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებგვერდზე: www.nationalparks.ge
ან დარეკოთ ნომერზე: +995577 59 21 12