მტირალას ეროვნული პარკის მარშრუტი იწყება დაბა ჩაქვის ცენტრიდან. მდინარე ჩაქვისთავის ხიდთან შეგხვდებათ მანიშნებელი, სადაც გადაუხვევთ სოფელ ხალას მიმართულებით. დაბა ჩაქვიდან 15 კმ.-ში სოფელ ჩაქვისთავში ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს. გზაზე, ცენტრში მისვლამდე, არაერთი საპიკნიკე, საბანაო და კვების ობიექტი შეგხვდებათ. ლაშქრობის დაწყებამდე შეგიძლიათ ვიზიტორთა ცენტრში შეისვენოთ, დაათვალიეროთ საგამოფენო დარბაზი, საჭიროების შემთხვევაში აიყვანოთ გიდი ან იქირაოთ სალაშქრო აღჭურვილობა.
ტურისტული თავშესაფარი „ცივწყაროს“ საფეხმავლო ბილიკის მე-9 კილომეტრზე მდებარეობს. თავშესაფარი ორსართულიანია, არის სამზარეულო და სველი წერტილი. აუცილებელია თან იქონიოთ საძილე ტომრები.
ტურისტული მომსახურეობის ტარიფები მტირალას ეროვნულ პარკში
ღამისთევა - 20 ლარი;
სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
მტირალას ეროვნული პარკის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.nationalparks.ge
კონტაქტი
+995 577 10 18 89