აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.

აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწყობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.

აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.

აღწერა

ადგილმდებარეობა: 
მუნიციპალიტეტი— ხულო
სოფელი— უჩხო

 

მანძილი:
ბათუმიდან— 98 კმ
უახლოესი რაიონული ცენტრიდან— 8 კმ

 

აღწერილობა: 
ჩანჩქერის სიმაღლე (დაახლოებით)— 15 მ(მრავალკასკადოვანი ჩანჩქერების ნაწილია)

 

ფეხით სავალი ნაწილი:
მანძილი— 700 მ
სირთულე—მარტივი

 

➢ უჩხოს ჩანჩქერი მრავალკასკადოვანია, რაც ქმნის საკმაოდ გრძელ კანიონს - 1 კმ. აქ ხშირად ჩამოდიან კანიონინგის გამო, რომელიც აღჭურვილია სპეციალური სადგურებით და ყველანაირად ადაპტირებულია ამ ექსტრემალური ტურიზმის სახეობისთვის.

 

როგორ მოვხდეთ: 
სამანქანე გზის საფარი—ასფალტი/გრუნტი 

ტრანსპორტი:
მაღალი გამავლობის, 4/4

საკონტაქტო ინფორმაცია:
უჩხო, ხულო

დამატებითი ინფორმაცია:
00:00-00:00
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ბაკოს ჩანჩქერები
ბაკოს ჩანჩქერები

ჩანჩქერები ხულო