აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.

აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწყობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.

აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.

აღწერა

ბაკოს ჩანჩქერები - მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკიბაკოსთან. სიმწვანეში ჩაფლულ მდინარის ხეობაში, გადმოედინება ორი ჩანჩქერი - ბაკოს დიდი ჩანჩქერი და ბაკოს პატარა ჩანჩქერი, რომლებიც უნიკალურ სანახაობას ქმნიან.

 

ადგილმდებარეობა:
მუნიციპალიტეტი ხულო
სოფელიბაკო

 

მანძილ:
ბათუმიდან - 112 კმ
უახლოესი რაიონული ცენტრიდან - 7 კმ

 

აღწერილობა:
ჩანქერის სიმაღლე(დაახლოებით) — 80


ფეხით სავალი ნაწილი:
მანძილი 300 მ
სირთულერთული

 

როგორ მოვხდეთ: 
სამანქანე გზის საფარიასფალტი/გრუნტი

ტრანსპორტი:
მაღალი გამავლობის, 4/4

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბაკი – ბაკო, ხულო
(+995) 591 66 65 50
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

უჩხოს ჩანჩქერი
უჩხოს ჩანჩქერი

ჩანჩქერები ხულო