აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.

აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწყობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.

აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.

აღწერა

ადგილმდებარეობა: 
მუნიციპალიტეტი ხულო, ღორჯომის ხეობა
სოფელი მერჩხეთი

 

მანძილი:
ბათუმიდან 102 კმ
უახლოესი რაიონული ცენტრიდან 3 კმ

 

აღწერილობა: 
ჩანქერის სიმაღლე(დაახლოებით)— 40

 

ფეხით სავალი ნაწილი:
მანძილი 300 მ
სირთულე—მარტივი

 

ჩანჩქერი უკავშირდება მარშრუტებს:
სოფ.ღორჯომი-ბახმარო, სოფ.ღორჯომ - სოფ.მინთაძეები

 

როგორ მოვხდეთ: 
სამანქანე გზის საფარიასფალტი/გრუნტი 

ტრანსპორტი:
მაღალი გამავლობის ტრანსპორტი, 4/4

საკონტაქტო ინფორმაცია:
ღორჯომი, ხულო
გაზიარება

მსგავსი ადგილები

უჩხოს ჩანჩქერი
უჩხოს ჩანჩქერი

ჩანჩქერები ხულო

ბაკოს ჩანჩქერები
ბაკოს ჩანჩქერები

ჩანჩქერები ხულო