მანძლი ბათუმიდან: 75 კმ

მანძილი შუახევიდან: 10 კმ 

 

  ციხე XI- XIII სს.-ით თარიღდება, მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭვანისწყლისა და მის მარჯვენა შენაკად ოთოლთის წლის ხერთვისში, მთავარანგელოზის მთის წვერზე. იგი ნაშენებია კლდის ქანის მოსწორებულ ზედაპირზე. საკმაოდ კარგადაა დაცული კედლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, ხოლო უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი თითქმის საძირკველის დონემდეა მორღვეული. ციხეს აქვს სამი სათალთვალო სარკმელი. შედარებით ნაკლებად არის დანგრეული ჩრდილოეთი გალავანი. ციხის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმართულია კოშკი. ციხეს ქონდა შესასვლელი, იგი დასავლეთი გალავნის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეული, სადაც ამოკვეთილია საფეხურები. ციხეს ჰქონია მეორე კოშკიც. კოშკისა და გალავნის კედლები აგებულია ადგილობრივი ქვით. ციხეს ასევე   ჰქონია კიბე და მის ქვეშ მოთავსებული გვირაბი. კიბითა და გვირაბით შეიძლებოდა ციხის ციტადელზე ასვლა და იქედან ხის კიბის გამოყენებით შიდა ციხის ტერიტორიაზე ჩასვლა. კიბეს აქვს 12 საფეხური. გვირაბს ასევე ქონდა მეორე დანიშნულება და ის გამოიყენებოდა შიდა წყლების, თავშეყრის, ფილტრაციის და ეზოში არსებული რეზერვუარისადმი წყლის მიწოდების საშუალებად. ციხის ეზოში ასევე აღმოჩენილია მარანი. 

 

სასურველი პერიოდი: აპრილი - ნოემბერი

როგორ მოვხვდეთ: ბათუმი - ჭვანა მიკროავტობუსი

მისამართი : მაიაკოვსკის ქ. №1.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ჭვანა, შუახევი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ჩანჩხალოს ციხე
ჩანჩხალოს ციხე

ციხეები შუახევი

ცინარეთის ციხე
ცინარეთის ციხე

ციხეები შუახევი

ნიგაზეულის ციხესიმაგრე
ნიგაზეულის ციხესიმაგრე

ციხეები შუახევი

დარჩიძეების ციხე
დარჩიძეების ციხე

ციხეები შუახევი

ოქროპილაურის ციხე
ოქროპილაურის ციხე

ციხეები შუახევი