მანძილი ბათუმიდან: 70 კმ.
მანძილი შუახევიდან: 1.5 კმ.
ოქროპილაურის ციხე (XI – XII სს) შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქროპილაურში , ორი მდინარის — ჩირუხისა და უჩამბისწყლის შესართავში მდებარეობს. ოქროპილაურის ციხე, რთულად მისასვლელ ადგილას, კლდის ბორცვზეა აშენებული, სადაც მხოლოდ ერთი მხრიდან არის შესაძლებელი ციხის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დანგრეულია და ჩვენამდე მხოლოდ მცირე ფრაგმენტის სახით არის მოღწეული. დღესდღეობით შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ ორი კედელი და კოშკის ნაწილი. გალავნის შიგნით მოქცეული შიდა სივრცე ორად არის გაყოფილი. შედარებით კარგად არის შენახული აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები, რომლებიც დამუშავებულია ფილა ქვებითა და კირდუღაბით.
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქროპილაურში მდებარეობს, აღმართული არის მდინარეების შესართავის მარცხენა მხარეს არსებულ კლდოვან ბორცვზე. ციხესიმაგრე ბათუმიდან 70 კილომეტრში მდებარეობს.
სასურველი პერიოდი : აპრილი - ნოემბერი
როგორ მოვხვდეთ: ბათუმი - შუახევი მიკროავტობუსი
მისამართი : ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქუჩა N1.
ციხეები შუახევი
ციხეები შუახევი
ციხეები შუახევი
ციხეები შუახევი
ციხეები შუახევი