აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.

აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწყობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.

აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.

აღწერა

მეძიბნის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში მდებარეობს. მისი სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრია. ჩანჩქერის უკან კლდეში ბუნებრივი გამოქვაბულია.

 

ადგილმდებარეობა:
მუნიციპალიტეტიქედა
სოფელი:—მეძიბნა და ოქტომბერი

 

მანძილი
ბათუმიდან52 კმ
უახლოესი რაიონული ცენტრიდან:7 კმ 

 

აღწერილობა: 
ჩანქერის სიმაღლე (დაახლოებით)— 40

 

ფეხით სავალი ნაწილი:
მანძილი 700
სირთულე—მარტივი

 

როგორ მოვხდეთ: 
სამანქანე გზის საფარიასფალტი/გრუნტი

ტრანსპორტი:
ჩანჩქერამდე ადის ნებისმიერი ავტომობილი

საკონტაქტო ინფორმაცია:
მეძიბნა, ქედა
გაზიარება

მსგავსი ადგილები

მახუნცეთის  ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

დანდალოს ჩანჩქერი
დანდალოს ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

მერისის ჩანჩქერი
მერისის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

ძენწმანის ჩანჩქერი
ძენწმანის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა